მთავრობის სხდომები მედიის გარეშე გაიმართება

გამოქვეყნდა:

მთავრობის სხდომები მედიის გარეშე გაიმართება. გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს. 

შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და ცალკეულ მედიასაშუალებებში არსებული შესაძლო რისკებიდან გამომდინარე, მთავრობის სხდომის გაშუქებას უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური“ - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დღეს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომაა დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჟურნალისტის კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა გუშინ, 9 სექტემბერს დადასტურდა. ინფიცირებულია "ტვ პირველის" ჟურნალისტი.

დღეს კი ქვეყანაში კოვიდინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 57 შემთხვევა დადასტურდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი