აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის სასარგებლოდ რუსული აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს

გამოქვეყნდა:

61 მილიარდიანი დახმარების გარდა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის სასარგებლოდ რუსული აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს. კანონპროექტი ეხება ანტირუსული სანქციების გაფართოებასაც. დოკუმენტს მხარი 360-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 58 კი წინააღმდეგ წავიდა.

კანონპროექტით, აშშ-ის პრეზიდენტს უფლებამოსილება ეძლევა, განახორციელოს გაყინული აქტივების კონფისკაციის პროცედურა და შემდგომ თანხები სპეციალურ ფონდებში გადარიცხოს - კომპენსაციის ფონდსა და უკრაინის მხარდაჭერის ფონდში.

აშშ-ის პრეზიდენტს ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის ალგორითმთან დაკავშირებით კოორდინირება შეეძლება დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, ევროკავშირთან, ავსტრალიასთან და აშშ-ის სხვა პარტნიორებთან.

კანონპროექტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, პრეზიდენტმა კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელსაც ეხება ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციები. ანგარიშში მითითებული უნდა იყოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელსაც ეხება აშშ-ის სანქციები 2016 წელს მიღებული „მაგნიტსკის აქტის“ მიხედვით.

შეგახსენებთ, 20 არილს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი