ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა საქართველოში უკვე დაიწყო. მისი განმარტებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მკაცრი შეზღუდვების ხელახლა დაწესების აუცილებლობა არ დადგეს, რადგან ამას საქართველოს ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს.
სამწუხაროდ, ის მეორე ტალღა, რომელსაც ვარაუდობდნენ მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები, საქართველოში უკვე დაწყებულია. ...ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ დიდი შემზღუდავი ზომები საჭირო არ გახდეს, როგორც ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. ასეთ დარტყმას ჩვენი ეკონომიკა რა თქმა უნდა, ვეღარ გაუძლებს, - თქვა თურნავამ დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ცნობისთვის, პრემიერმა გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში პანდემიის მეორე ტალღა იწყება.
განსხვავებული მოსაზრება აქვთ დარგის სპეციალისტებს. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, რომ პანდემიის მეორე ტალღა ოქტომბერ-ნოემბერშია მოსალოდნელი, რადგან, სავარაუდოდ, მოხდება სეზონური გრიპისა და კორონავირუსის თანხვედრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კი ამბობს, რომ 24 საათში ვირუსის 57 ახალი შემთხვევა სერიოზული ზრდაა, თუმცა მეორე ტალღა ჯერ არ არის.
ბოლო მონაცემებით საქართველოში: