უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსების მიერ გაშვებული 16 "შაჰიდიდან" 15 ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის არმიის მიერ ღამით გაშვებული 16 "შაჰიდის" დრონიდან 15 ჩამოაგდეს. 

საჰაერო ძალების "ტელეგრამის არხის" ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ორი ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერ-მ" გაუშვა. უცნობია, რას დაარტყეს ამ რაკეტებმა. 

"შაჰიდებით" შეტევა იყო ოდესისა და კიევის ოლქებზე:

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალებმა განმარტეს, რომ "შაჰიდების" თავდასხმის სამიზნე იყო სამრეწველო და საპორტო ინფრასტრუქტურა.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი