9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ - სააკაშვილის გეგმას არასამთავრობო ორგანიზაციებში ეხმაურებიან

გამოქვეყნდა:

9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ - საქართველოს მესამე პრეზიდენტის გეგმას არასამთავრობო ორგანიზაციებში აფასებენ. ამბობენ, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის გასაჯანსაღებლად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. 

გეგმაში საუბარია იმ ქმედებებზე, რომლებმაც რადიკალურად უნდა შეცვალოს სიტუაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სასამართლო სისტემებში, უნდა შეზღუდოს ძალოვანი და სპეც. უწყებების გავლენა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებსა და ბიზნესზე. 

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ ქართველი პოლიტიკოსებიც. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის გეგმა რეალისტურია და მათი განხორციელების შემთხვევაში, განსაკუთრებით სამართლებრივ ნაწილში, სამართალდამცავი უწყებები დასავლურ სტანდარტებზე გადავლენ. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა რეფორმების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთა განხორციელებასაც ის გაპრემიერების შემთხვევაში გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 31 ოქტომბრის არჩევნებში უკვე ოფიციალურად დასახელებულია პრემიერმინისტრობის კანდიდატად. ის ენმ"-მ და "ძალა ერთობაშიამ" წარადგინეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი