კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავა "ქართული ოცნების" სიაში

გამოქვეყნდა:

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მოთამაშე ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავა, რომელმაც სარაგბო კარიერა რამდენიმე დღის წინ დაასრულა, "ქართული ოცნების" სიაში არიან.

"ქართული ოცნების" პროპორციული სიის პირველი ოცეული "ოცნების" შტაბის ხელმძღვანელმა, პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ წარადგინა. 

ამავე სიაში არიან მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომლებიც იმავე პოზიციებზე დასახელდნენ კანდიდატებად, რომელებსაც ამჟავად იკავებენ.

აქვე შეგიძლიათ ნახოთ, "ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები და "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ის პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი