ბაჩალიაშვილი ვიდეოში ამბობს, რომ მშობლები რომ არ ეცოდებოდეს, თავს მოიკლავდა - ოჯახის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" უფლებადამცველი და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ერთ-ერთი ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს ჰქონდა ვიდეოდღიურები, სადაც ჩანს, რომ თამარი თვითმკვლელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მშობლები რომ არ ეცოდებოდეს, თავს მოიკლავდა. 

ერთ-ერთ ვიდეოში ამბობს, რომ თავს მოიკლავდა, რომ არ ეცოდებოდეს დედა და მამა. მიზეზებზე საუბარი არ არის. ფიქრობს, რომ შეიძლებოდა ცხოვრებაში მეტისთვის მიეღწია და უფრო მეტი გაეკეთებინა და რაღაც გარემოებები სამსახურში აღიზიანებდა. ჩემი აზრით, თუ ადამიანი ასეთი ტიპის ვიდეოებს წერს, იმასაც აუცილებლად ჩაწერდა, რომ იმ დღეს თავს მოიკლავდა, - ამბობს ეკა ქობესაშვილი. 

ბაჩალიაშვილის ოჯახის ერთ-ერთი ადვოკატის თქმით, 23 წლის პროგრამისტი მუშაობდა საკუთარ თავზე, რომ ჰქონოდა მაღალი თვითშეფასება და კარიერაში უფრო მეტისთვის მიეღწია. ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ ეს ჩვეულებრივი ვიდეოდღიურებია, რაც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ჰქონოდა. 

არის ვიდეოები, სადაც სიბნელეა, თამარი საერთოდ არ ჩანს და საუბრობს. დეპრესიული დეტალები ნამდვილადაა, თუმცა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს პერიოდი შეიძლება, ნებისმიერს ჰქონდეს, - თქვა ეკა ქობესაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს კი ის თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვესერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება. 8 სექტემბერს ბაჩალიაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ
სატელიტის კადრებში, 19 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას იქ, სადაც ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს.

მანამდე კი, 4 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების ამსახველი, ქუჩის სათვალთვალო ვიდეოკამერებს ჩანაწერები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ბაჩალიაშვილი რამდენიმე აფთიაქში შედის და წამლებს ყიდულობს.

შოთაძის უწყებამ "მთავარი არხის" გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, ბაჩალიაშვილის გაუჩინარების დღეს გადაღებული, სათვალთვალო კამერების ჩანაწერიც გამოაქვეყნა. "მთავარმა არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ "მთავარი აქცენტების" 23 აგვისტოს გადაცემაში სამი ავტომანქანის სანომრე ნიშანი გაასაჯაროვა და თქვა, რომ ბაჩალიაშვილის მანქანას სუს-ის მანქანები დაყვებოდნენ. 

პროკურატურამ თავის განცხადებაში თქვა, რომ მანქანები, რომელიც ჩანაწერშია ნამდვილად სუს-ის ბალანსზე, თუმცა ისინი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რუსთავის გზატკეცილზე გზის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ, შემდეგ კი შავნაბადას ბაზისკენ გადაუხვიეს, ხოლო ბაჩალიაშვილმა თავის მანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გზა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი