ივანიშვილის ერთგულებით შერჩეული გუნდი - ასე აფასებს ოპოზიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიას, რომელიც პარტიამ გუშინ, 10 სექტემბერს წარადგინა. ოპოზიცია ამბობს, რომ ამ სიის წარდგენით ივანიშვილმა ხალს კიდევ ერთხელ დასცინა.
რა ანტურაჟიც არ უნდა შეიქმნას გარშემო ივანიშვილმა, ქართველ ხალხს მესამეჯერ ნამდვილად ვეღარ მოპატყუებს. სიის სათავეში დგას ყველაზე ოდიოზური პიროვნება და პოლიტიკური ფიგურა, ავტორი 20 ივნისის ღამის, ბატონი გახარია და იგივე სიის სათავეში არის ქალბატონი წულუკიანი, რომელიც გახდა სიმბოლო ადამიანის უფლებების და კანონის დარღვევის, - თქვა სალომე სამადაშვილმა.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ სიის სათავეში მყოფმა პირებმა ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოიყვანეს და ხალხს მათი იმედი არც ამჯერად ექნება.
დღეს რა პრობლემებიც არის ქვეყანაში, დღეს რა მწვავე კრიზისიცაა, სიღარიბე, 10-დან 5 ადამიანი არის უმუშევარი, 80 000 ადამიანი შიმშილობს, ეს ადამიანები რომლებიც გამოაცხადეს ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ შეძლებენ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას. ეს არის გუნდი, რომელიც ერთადერთი პრინციპითაა შერჩეული, რომელიც უბრალოდ ივანიშვილის ერთგული იქნება, - თქვა სერგი კაპანაძემ.
ეს არის ოცნების საჭირისუფლო სია. 31 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, ხოლო ეს პერსონები დაიტირებენ ოცნებას. სიას რომელსაც სათავეში უდგას რუსთაველის სისხლიანი ჯალათი, ახალგაზრდების თვალების დამთხრელი, სიას რომელსაც სათავეში უდგას გავრილოვის ჩამომყვანი, ბუნებრივია მას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, - თქვა გიორგი გუგავამ.
"ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი სრული 20-ეული კი ასეთია:
"ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.