ვინ არის გახარიაზე უკეთესი?! - გია ხუხაშვილი ქართულ პოლიტიკურ ელიტაზე

გამოქვეყნდა:

დღეს, 11 სექტემბერს, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" "ქართული ოცნების" საარჩევნო ოცეულზე ისაუბრა. ხუხაშვილის აზრით, პოლიტიკურად მნიშვნელოვანია სიაში მყოფი პირველი ხუთეული, მათგან კი გამორჩეულად - გიორგი გახარია. 

ხუხაშვილმა პრემიერმინისტრის პოლიტიკური უნარები შეაქო და მისი რისკებთან გასამკლავებლად საჭირო პროფესიული ჩვევებზე გაამახვილა ყურადღება. 

გახარია დაჯილდოებულია საკმაოდ სერიოზული უნარებით და მას მართლა შეუძლია ბევრი კარგი რამ გააკეთოს. ჩვენ ვნახეთ, როგორ მართა მან კორონავირუსის გამოწვევა და დაადასტურა საკუთარი პროფესიონალიზმი კრიზის-მენეჯმენტში, - თქვა ხუხაშვილმა.

გარდა ამისა, გია ხუხაშვილმა "დღის სტუმარში" თქვა, რომ გახარიაზე უკეთესი პოლიტიკოსი არა მხოლოდ "ოცებას", არამედ მთლიან პოლიტიკურ ელიტას არ ჰყავს. 

გადახედეთ "ოცნების" პოლიტიკურ ელიტას - ვინ არის გახარიაზე უკეთესი? გახარია გამორჩეულია მათში. თუნდაც მთლიან პოლიტიკურ ელიტაში - ვინ გვყავს სხვა მასზე უკეთესი? - ამბობს ხუხაშვილი. 

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ საარჩევნო სია "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის მორჩილების მიხედვით დააკომპლექტა. "წაგების ფორმულა" - ასე აფასებს ოპოზიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიას, რომელიც პარტიამ გუშინ, 10 სექტემბერს წარადგინა. ოპოზიცია ამბობს, რომ ამ სიის წარდგენით ივანიშვილმა ხალს კიდევ ერთხელ დასცინა.

"ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი სრული 20-ეული  ასეთია: 

  1. გიორგი გახარია - პრემიერმინისტრი (კვლავ პრემიერობის კანდიდატი);
  2. არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის თავმჯდომარე; 
  3. ირაკლი კობახიძე - "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე;
  4. თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი;
  5. მამუკა მდინარაძე - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი;
  6. კახა კუჭავა - "ქართული ოცნების" საერთაშორისო მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
  7. გიორგი კახიანი -  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდის წევრი 2013 წლიდან;
  8. მარიამ ქვრივიშვილი - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
  9. მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
  10. მაია ბითაძე - თბილისის მერის მოადგილე; გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე;
  11. მიხეილ დაუშვილი - ბიზნესომბუდსმენი;
  12. გიორგი ამილახვარი - სამართლის დოქტორი;
  13. ვიქტორ სანიკიძე - საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი წევრი;
  14. მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირში, ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩის მოადგილე;
  15. შალვა პაპუაშვილი - იურისტი;
  16. დავით კაჭარავა - საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი წევრი;
  17. ნიკოლოზ სამხარაძე - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი; 
  18. გიორგი ხელაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
  19. მარიამ ლაშხი - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;
  20. ბექა დავითულიანი - თბილისის საკრებულოს წევრი. 

"ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი