ნაძალადევის საუბნო საარჩევნო კომისიის შესარჩევ კონკურსზე მისულ ერთ-ერთ აპლიკანს კოვიდ 19 დაუდასტურდა. ინფორმაცია ოლქის თავჯდომარე ადასტურებს და ამბობს რომ ამ ეტაპზე ისინი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მითითებებს ელოდებიან და მიყვებიან პროტოკოლს. კანდიდატის კონტაქტებს ჯერ ტესტირება არ ჩატარებიათ.
ოპოზიციის ლიდერები გასულ დღეებში კორონა ვირუსის გაზრდილ სტატისტიკას არ ენდობიან და მიაჩნიათ, რომ მმართველი პარტია პანდემიას თავის სასარგებლოდ იყენებს.
"მთავრობას შეუძლია ტესტირების გაზრდით და სხვადასხვა მანიპულირებით შეზღუდოს ჩვენი წინასაარჩევნო აქტივობა მაგრამ მიუხედავად მათი ქმედებებისა ხალხმა უკვე დაინახა რას ნიშნავს 8 წლიანი წარუმატებელი მმართველობა. ეს ნიშნავს სიღატაკეს, სიცრუეს და ერთი ადამიანის ბატონობას ქვეყანაში, რასაც მალე მოეღება ბოლო" - ამბობს რომან გოცირიძე
სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც აკეთებენ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.