"მე არ მივისწრაფი ხელისუფლებისკენ, პრემიერმინისტრობას დროებით ვაპირებ" - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის პრემიერმინისტრობას დროებით აპირებს და არანაირ თანამდებობას არ ესწრაფის. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" ისაუბრა, რომელიც დღეიდან ყოველ შაბათს გავა.

საერთოდ არანაირი თანამდებობისკენ არ მივისწრაფი, ამაში სრულიად გულწრფელი ვარ. უკრაინაში, რომელიც არის ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა ტერიტორიულად და საქართველოზე 10-ჯერ დიდი მოსახლეობით, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ქვეყანა, მე აქ მიჭირავს თანამდებობდა და მაქვს მყარი პოზიციები, მაქვს მაღალი რეიტინგი,ბევრა დუკეთ ვცხოვრობ მატერიალურად, მაგრამ მთავრი არის რომ საქართველო არის მძიმე ფორმასი, მე არ მივისწრაფვი ხელისუფლებისკენ, თუ ოპოზიცია შეთანხმდება რომ უკეთესი პრემიერი იქნება სხვა მათი გადასაწყვეტია, ვაპირებ პრემიერობას მხოლოდ დროებით, არანაირი მისწრაფება არ მაქვს ძალაუფლებისკენ და კაბინეტში წამოსკუპებისკენ, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" პრემიერმინისტრობის კანდიდატად 7 სექტემბერს დაასახელა. 8 სექტემბერს კი ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერობის კანდიდატმა  9-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. 9-პუნქტიან გეგმაში რომელთა განხორციელებასაც ის გაპრემიერების შემთხვევაში გეგმავს, საუბარია სუსის გაუქმებაზე, პროკურატურის გაყოფასა და სხვა სისტემურ რეფორმებზე.

სააკაშვილი 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა. 

სააკაშვილი 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი