იმაზე ბევრად მეტს ვაკეთებდი, ვიდრე ვამბობდი - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ დღემდე, ინერციით მოვიდა. ამის შესახებ მიხელ სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" ისაუბრა, რომელიც დღეიდან ყოველ შაბათს გავა.

მიხეილ სააკაშვილი გადაცემაში სამართლიანობის 9 ნაბიჯზე საუბრობს, რომელიც მან Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. 

ერთადერთი ადამიანი ვარ ლამის მთელ ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც, რასაც ვამბობდი ყოველთვის ვაკეთებდი და იმაზე ბევრად მეტს ვაკეთებდი, ვიდრე ვამბობდი. არ ყოფილა ერთი რამ, რაც მე მეთქვა, გარდა იმისა რომ, სადაც რუსეთი ჩაერია პირდაპირ, რომ ეს ყველაფერი არ შესრულებულიყო. ამიტომ თუ მე ვამბობ, ვაკეთებ, საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ჯერ ვამბობ და ვაკეთებ. ეს მარტივია, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

სააკაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოში არსებულ უსამართლო სასამართლო სისტემაზე. ამბობს, რომ ეს უსამართლობა საკუთარ თავზე გამოსცადა. 

საკუთარ თავზე გამოვცადე ეს უსამართლობა, რომელსაც სასამართლო სისტემამ შეიძლება მოუტანოს. იმიტომ, რომ ის რა საქმეებზეც მე გამასამართლეს ეს სასაცილოდაც აღარ ჰქოყნის მსოფლიოს, - ამბობს სააკაშვილი.

უსამართლო სასამართლო სისტემაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ საქართველოში სისტემა მთლიანად უნდა შეიცვალოს. მისივე თქმით, ვერავინ ვერ უნდა შეძლოს ამ სისტემის ბოროტად გამოყენება. 

ვერასდროს ვერავინ ვერ უნდა შეძლოს ამ სისტემის ბოროტად გამოყენება და მითუმეტეს, საკუთარ მოჯამაგირეებად ქცევა და ეს არის ფუნდამეტურად ჩემი შეხედულება და უფრო მეტიც, საზოგადოება ვერ გამდიდრდება, წინ ვერ წავა თუ ჩენ არ გვექნება სამართლიანი სასამართლო სისტემა. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, სამართლიანობა და სწრაფი განვითარება, ჩვენ ხომ კორონავირუსმა არ შეგვაჩერა მარტო, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

გადაცემაში "მთავარი დებატები" მიხეილ სააკაშვილმა თქვა ისიც, რომ პრემიერმინისტრობას დროებით აპირებს და არანაირ თანამდებობას არ ესწრაფის.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" პრემიერმინისტრობის კანდიდატად 7 სექტემბერს დაასახელა. 8 სექტემბერს კი ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერობის კანდიდატმა 9-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. 9-პუნქტიან გეგმაში რომელთა განხორციელებასაც ის გაპრემიერების შემთხვევაში გეგმავს, საუბარია სუსის გაუქმებაზე, პროკურატურის გაყოფასა და სხვა სისტემურ რეფორმებზე.

მიხეილ სააკაშვილი 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი