უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსებმა უკრაინას შეუტიეს 24 უპილოტო საფრენი აპარატით - "შაჰიდ-131/136" ტიპის დრონებით. უწყება ამბობს, რომ ყველა დრონი გაანადგურეს.
საჰაერო ძალების ცნობით, დრონები განადგურდა ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, სუმისა და ოდესის რეგიონებში.
პარალელურად სუმის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ღამით ორ ქალაქში დრონებით თავდასხმა იყო ენერგეტიკულ ობიექტებზე. შედეგად ქალაქი სუმი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
მედია ვარაუდობს, რომ შესაძლოა სუმის რაიონზე დარტყმები განხორციელდა სხვა საშუალებებით და არა "შაჰიდის" დრონებით.