ბოლო დღეებში აქტიურად მიმდინარეობს განხილვა, რამდენად ეფექტურად შეიძლება "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ გამოიყენოს კორონას ეპიდემიის თემა - რა უფრო აწყობს ხელისულფებას? ისევ მკაცრი შეზღუდვების დაწესება, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მივიდეს?
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა.
31 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებში კი მონაწილეობის მისაღებად სულ 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.