"ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის მიღებას და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი. ის წერს, რომ ამ ქმედებით ხელისუფლება საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ორმხრივ ურთიერთობებს აშშ-სთან.
"საქართველოს პარლამენტი "უცხოური გავლენის" კანონპროექტის მიღებით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ორმხრივ ურთიერთობებს აშშ-სთან. ჩვენ ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლისკენ მათ მისწრაფებების გვერდით ვდგავართ", - წერს პაუერი.
3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონი," ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ, ის ხელახლა დააინიცირა. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი "უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციაა," ნაცვლად "უცხოური გავლენის აგენტისა."
კანონის შემობრუნებას საზოგადოების მწვავე პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, არ გადეხვია ქვეყნის ევროპული გზიდან და არ მიეღო კანონი. სამართალდამცავებმა რამდენიმე აქცია დაშალეს სპეციალური საშუალებების - წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი - გამოყენებით. პოლიციამ არერთ აქციის მონაწილეზე იძალადა, მედიაში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს როგორ სცემენ ნიღბიანი პირები დაკავებულებს. ამ დრომდე არც ერთი სამართალდამცავი პასუხისგებაში მიცემული არაა.
პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო, თუმცა 28 მაისს პარლამენტმა ის დაძლია. აღნიშნუულს იმავე საღამოს მოჰყვა კრიტიკული გამოხმაურებები დასავლელი პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და ამერიკის მხრიდან. იხილეთ: