"NATO-ს ვაშინგტონის სამიტზე ალიანსის წევრები უკრაინის გაწევრიანებისათვის "საიმედო ხიდს" შეიმუშავებენ" | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, პრაღაში NATO-ს არაფორმალური მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს ვაშინგტონის სამიტზე ალიანსის წევრები უკრაინის გაწევრიანებისათვის "საიმედო ხიდს" შეიმუშავებენ. მანვე აღნიშნა, რომ სამიტზე "უკრაინის მხარდაჭერის ძლიერი პაკეტი" მიიღება. 

"პაკეტი, რომელიც გააძლიერებს NATO-ს თანამშრომლობასა და უკრაინის მხარდაჭერას, რომელიც ხელს შეუწყობს უკრაინის NATO-ს ინტეგრაციას, [იქნება] ხელშესახები ნაბიჯები, რომლებიც გააძლიერებს NATO-ს როლს უკრაინას ძალების შექმნაში, რათა მომავალში მან შეძლოს [აგრესორი] შეკავება და დაიცავით აგრესიისგან“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მან ახსენა ორმხრივი შეთანხმებები, რომლებსაც უკრაინა თავის მოკავშირეებთან დებს და აღნიშნა, რომ კიევს ექნება ადეკვატური რესურსები საკუთარი თავის დაცვის გასაგრძელებლად.

"ეს არის პროცესი და ჩვენ წინ მივდივართ ძალიან მეთოდური გზით, ისე, რომ პრაქტიკული სარგებელი მოაქვს უკრაინას, მათ შორის NATO-ში გაწევრიანებისკენ ძალიან მკაფიო და პრაქტიკული გზებით სვლას", - თქვა ბლინკენმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი