350-ზე მეტი საავადმყოფოს საწოლი და 400-ზე მეტი სასტუმროს ნომერი გვაქვს მზად - რიჟვაძე

გამოქვეყნდა:

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგონში ჰოსპიტალური სექტორი გაფართოვდა ჯამში 350-ზე მეტი საავადმყოფოს საწოლი და 400-ზე მეტი სასტუმროს ნომერია მობილიზებული. ამ თემაზე რიჟვაძემ რეგიონში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

აჭარაში ჰოსპიტალური სექტორი გაფართოვდა და მობილიზებულია 350-ზე მეტი საწოლ-ფონდი, ლაბორატორიების სიმძლავრე არის შესაბამისი. ამოქმედდა დამატებითი პროტოკოლები და ხდება მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების მართვა ე.წ. კოვიდ-სასტუმროებში. ჩვენ ამ მიზნით უკვე დავაკონტრაქტეთ დაახლოებით 400 ნომერზე მეტი და ეს მოგვცემს საშუალებას განხორციელდეს შესაბამისი სტაციონარული და სტაციონარის შემდგომი სერვისები, - თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის განცხადებით, სიტუაცია მართვადია და სამედიცინო სექტორი მზადაა პროცესი მართოს. რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში ინფიცირების შემთხვევების შემცირებას ელოდებიან და რეგიონის ან ბათუმის ჩაკტევა არ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, კორონავირუსის 165 შემთხვევიდან 108 აჭარაში დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი უცვლელი დარჩა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 392;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 369;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი