ზელენსკის თქმით, აშშ-სთან შეთანხმება "ხიდია" უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისკენ

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმება მოკავშირეობის "ფილოსოფიას" შეიცავს და "ხიდია" უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისკენ. ამის შესახებ მან ჯო ბაიდენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იტალიაში განაცხადა. 

"დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა. უძლიერესი შეთანხმება შეინარჩუნებს ადამიანების სიცოცხლეს და შეიცავს დებულებებს ომის დასრულების შემდეგ მდგრადი მშვიდობისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე", - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ "რუსეთი რეალური გლობალური საფრთხეა".

ზელენსკი ასევე ამბობს, რომ შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმება უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავებისა და სხვა იარაღის გადაცემას მოიცავს, რომელსაც ქვეყანა უკვე დიდი ხანია, ითხოვს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი