უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმება უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავებისა და სხვა იარაღის გადაცემას მოიცავს, რომელსაც ქვეყანა უკვე დიდი ხანია, ითხოვს. ამის შესახებ მან ჯო ბაიდენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იტალიაში განაცხადა.
ზელენსკის განცხადებითვე, აშშ-სთან გაფორმებული შეთანხმება მოკავშირეობის "ფილოსოფიას" შეიცავს და "ხიდია" უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისკენ.
"დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა. უძლიერესი შეთანხმება შეინარჩუნებს ადამიანების სიცოცხლეს და შეიცავს დებულებებს ომის დასრულების შემდეგ მდგრადი მშვიდობისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე", - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ "რუსეთი რეალური გლობალური საფრთხეა".
იხილეთ ასევე: