"მივესალმებით შეთანხმების მიღწევას, მხარს დაგიჭერთ გაწევრიანების გზაზე" | EU-ს ლიდერები უკრაინასა და მოლდოვას

გამოქვეყნდა:

"მივესალმები შეთანხმების მიღწევას უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩოებზე," - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი X-ზე წერს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების გადაწყვეტილებას ეხმაურება:

"მივესალმები შეთანხმების მიღწევას უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩოებზე. მოუთმენლად ველი ორივე ქვეყანასთან სამთავრობათაშორისო კონფერენციებს, ჩვენ ვასრულებთ ჩვენს დაპირებებს და მხარს დაგიჭერთ გაწევრიანების გზაზე," - წერს მიშელი. 

გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოს შეთანხმებას მიესალმება ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლაც და აღნიშნავს, რომ უკრაინისა და მოლდოვას მომავალი ევროპაშია. 

"მივესალმები ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს. უკრაინისა და მოლდოვას მომავალი EU-შია. ევროპარლამენტი  გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ორივე ქვეყანასთან გაწევრიანების მიმართულებით," - წერს მეცოლა.

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს. ქვეყნების EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი