"ჯერ მითხრეს უარყოფითი, მერე - დადებითი" - კლინიკაში გედი ფოფხაძის ტესტის პასუხი შეეშალათ

გამოქვეყნდა:

გედევან ფოფხაძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და საავადმყოფოში მკურნალობს, ამბობს, რომ მისი ტესტის პასუხი შეეშალათ. როგორც ის "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას იხსენებს, პირველმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და როდესაც სამედიცინო დაწესებულების დასატოვებლად ემზადებოდა, მოულოდნელად შეატყობინეს, რომ პასუხი დადებითი იყო:

დილას მომდის უარყოფითი დასკვნა...ვემზადები წასასვლელად, ვაგროვებ ნივთებს და კარებთან მაჩერებენ, ირანელი ტურისტის ამბავი თუ გახსოვთ, ამდაგვარი სცენარის პერსონაჟი გავხდი... აღმოჩნდა, რომ დადებითია და მე ვერ გავიგე საიდან გაჩნდა პირველადი დასკვნა უარყოფითი. ჯერ მითხრეს რომ უარყოფითია დასკვნა, მერე მითხრეს, რომ დადებითია

დამირეკეს და ამიხსნეს, რომ ძალიან ბევრი ტესტის გაკეთება მოუწიათ და რაღაცეების გამო შეეშალათ და ბოდიში მომიხადეს" ამბობს ფოფხაძე ეკა კვესიტაძის გადაცემაში საუბრისას.

"ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი იმ მძიმე მდგომარეობაზეც საუბრობს, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის ერთ ერთ მთავარ საავადმყოფოშია. როგორც ფოფხაძე ამბობს, საავადდმყოფოში შესვლიდან თითქმის 24 საათი "მშრალ შიმშილობაზე იყო და მისი კვება არავის გახსენებია"

შეგახსენებთ, რომ დეპუტატის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია 13 სექტემბერს გავრცელდა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი