"ქართული ოცნების" პრორუსული პოლიტიკის გამო, ვაშინგტონში საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გადახედვას ითხოვენ. ამერიკელი სენატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მკვეთრად ანტიდემოკრატიული პოლიტიკის პირობებში, აშშ-მა უნდა გადახედოს "ოცნების" ხელისუფლებასთან სამხედრო ურთიერთობებს.
"მოხარული ვარ, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში გაჩნდა ფორმულირება, რომელიც თავდაცვის დეპარტამენტს ავალდებულებს, გადახედოს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. ჩემი კანონპროექტის ეს დებულებაც უგზავნის მკაფიო მესიჯს საქართველოს მთავრობას, რომ მის ბოლო ქმედებებს ექნება შედეგები," - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.
როგორც პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს ანალიტიკოსები ამბობენ, სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას დიდ ზიანს მოუტანს და აშშ-ის დახმარების გარეშე, ქვეყანა ფაქტობრივად, 90-იანი წლების მდგომარეობას დაუბრუნდება, როცა საქართველოს ჯარი თითქმის არ ჰყავდა. ამერიკული დახმარების გარეშე, შეუძლებელი იქნება თავდაცვისუნარიანობის განვითარება.
შეგახსენებთ, რომ პენტაგონის 2025 წლის მთავარ შემაჯამებელ დოკუმენტში საქართველო და მასთან შემდგომი პარტნიორობის გაღრმავების საკითხი საერთოდ ვერ მოხვდა, რასაც ანალიტიკოსები სწორედ პრორუსი ოლიგარქის ანტიდასავლურ პოლიტიკას უკავშირებენ. სამაგიეროდ დოკუმენტში პირველად მოხდა საქართველოს მეზობელი ქვეყანა, სომხეთი.
იხილეთ: