15 სექტემბერს ირლანდიის პარლამენტის კაბინეტის სრული შემადგენლობა დროებით თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ თემაზე ინფორმაცია პარლამენტის სპიკერმა გაავრცელა.
როგორც, ირლანდიის ეროვნული მაუწყებელი RTÉ იუწყება, იზოლაციის მიზეზი ჯანდაცვის მინისტრის საეჭვო სიმპტომები გახდა. მინისტრი ექიმს დაუკავშირდა და კორონავირუსზე ტესტი მოითხოვა, რადგან თავს ცუდად გრძნობს.
საპარლამენტო პროცედურები დროებით გადაიდო.
ირლანდიაში სულ კორონავირუსის 31 549 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 24 000 ადამიანი, გარდაცვლილია - 17 87.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა.