პუტინი ამბობს, რომ ორბანმა "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებები წარადგინა"

გამოქვეყნდა:

"საკმაოდ პირდაპირი და საფუძვლიანი აზრთა გაცვლა იყო მიმდინარე საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის უკრაინის კონფლიქტზე. ვისაუბრეთ მისი მოგვარების შესაძლო გზებზე", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორბანთან შეხვედრის შემდეგ საუბრობს. 

მისი თქმით, კიევიდან დაბრუნებულმა ორბანმა შეხვედრაზე, "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რიგი შეთავაზებები წარადგინა იმისთვის, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების პირობები შეიქმნას". 

პუტინმა ორბანთან მოლაპარაკებებს დროული და სასარებლო უწოდა და თქვა, რომ მოსკოვი მის ვიზიტს დიალოგის აღდგენის მცდელობად აღიქვამს. მან ასევე აღნიშნა, რომ "კიევის სპონსორები უკრაინას და მის ხალხს რუსეთთან დაპირისპირებისთვის იყენებენ".

„რა თქმა უნდა, ბატონმა პრემიერმინისტრმა წარმოადგინა, ზოგადად, ნაცნობი დასავლური თვალსაზრისი, მათ შორის უკრაინის ინტერესების თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მადლობელი ვართ ბატონი პრემიერმინისტრის მოსკოვში ვიზიტისთვის.

[...]

რუსეთი მხარს უჭერს სრულ და საბოლოო ცეცხლის შეწყვეტას... ამის პირობები, როგორც უკვე ვახსენე, წარმოდგენილია ჩემს გამოსვლაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. საუბარია უკრაინული ჯარის სრულ გაყვანაზე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან და ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან, - ამბობს პუტინი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი