მთელ უკრაინაში, MiG-31K-ის აფრენის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.
"ყურადღება! სარაკეტო საფრთხე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. დაფიქსირდა MiG-31K-ის აფრენა!" - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსებმა მიკოლაევის რეგიონიც დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. დაშავებულებს შორის ქალაქის მერიცაა.