წიქარიშვილი სასამართლოსგან ითხოვს განჩინების გადაცემას, რომლითაც იუსტიციის საბჭოს წევრად მისი დანიშვნა შეჩერდა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს კახა წიქარიშვილი სპეციალური განცხადებით მიმართავს და მოითხოვს მოსამართლის განჩინების გადაცემას, რომელშიც დასაბუთებულია გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად მისი დანიშვნის შესახებ განკარგულების მოქმედების შეჩერებაზე.

22 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი. მოსამართლემ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და გარდა ამისა, 5 თვის ვადით პრეზიდენტს ეკრძალება ახალი კონკურსის, ან სხვა ნებისმიერი ფორმით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხვა წევრის დანიშვნა. 

პრეზიდენტის მიერ შექმნილი კომისიის უკვე ყოფილი წევრები, რომლებმაც რეკომენდაცია გაუწიეს კონკურსში მონაწილე კანდიდატებიდან ორს, საიდანაც სალომე ზურაბიშვილმა წიქარიშვილი აარჩია, აცხადებენ, რომ დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი:

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება 15 ივლისს გამოსცა. იხილეთ ასევე: 

 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი