ტუროპერატორები, სარესტორნო ქსეწლეების წრმომადგენები, ავტოიმპორტიორები მთავრობას ერთ კვირიან ვადას აძლევენ. ისინი ითხოვენ ხელისუფლებამ მათთან დიალოგი დაიწყოს და ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას იმ კრიზისიდან გამოსასვლელად რომელშიც ეს სფეროები კორონაპანდემიის გამო აღმოჩნდნენ.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ აუცილებელია რეგულარული ფრენების აღდგენა და საკარანტინე სივრცეების გაუქმება, ხოლო ივენთ-მენეჯერები შერჩევეით შეზღუდვებზე საუბრობენ.
დღეს მთავრობის სხდომაზე კი ცნობილი გახდა, რომ მკაცრი შეზღუდვები არ იქნება და ხელისუფლება პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებს ცვლის. გარდა ამისა, Wizz Air და Ryanair საქართველოში ფრენებს აღადგენენ