რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში, სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა | დაშავებულია 17

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში, სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 17, მათ შორის ბავშვები. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული  ხელისუფლება ავრცელებს

გუბერნატორ, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსეთი რაკეტებით თავს დაესხა ხარკოვს ადგილობრივი დროით, 24 ივლისის დილის 05:00 საათზე. დარტყმამ დააზიანა ჰუმანიტარული ორგანიზაციის ოფისი, ასევე დაზიანდა სამრეწველო შენობა, ხუთი მანქანა და სახლი. ხარკოვის მერის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ინფორმაცია ვერ დადასტურდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ისკანდერ-მ ბალისტიკური რაკეტით და კიდევ ერთი უცნობი ტიპის რაკეტით.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ლისნის წინააღმდეგ რუსული თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად 41 და 18 წლის ორი კაცი დაშავდა. 

დონეცკის ოლქში, გუბერნატორი, ვადიმ ფალაშკინის განცხადებით, ლიმანზე რუსული თავდასხმის დროს სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. მისივე თქმით,  მარნივკაზე  თავდასხმების დროს ასევე 3 ადამიანი დაშავდა. 

გასული დღის განმავლობაში ნიკოპოლის რაიონზე რუსული თავდასხმების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და სხვა ქონება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი