პუტინმა კურსკის ოლქში ბრძოლებს ფართომასშტაბიანი პროვოკაცია უწოდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მთავრობის წევრებთან გამართა შეხვედრა, სადაც კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონებში წინა დღით დაწყებულ ბრძოლებზე პირველი კომენტარი გააკეთა. მან დიდი პროვოკაცია უწოდა "შეჭრის მცდელობას". 

"მოგეხსენებათ, კიევის რეჟიმმა განახორციელა კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი პროვოკაცია. განურჩევლად ახორციელებს სამოქალაქო შენობების, საცხოვრებელი კორპუსების, სასწრაფო დახმარების მანქანების დაბომბვას სხვადასხვა ტიპის იარაღით, მათ შორის რაკეტებით", - თქვა პუტინმა.

მისივე თქმით, შეხვედრის შემდეგ მოისმენს უსაფრთხოების ძალების მოხსენებას კურსკის ოლქში არსებული ვითარების შესახებ.

უკრაინას ოფიცილაური კომენტარი არ გაუკეთებია კურსკში მიმდინარე ბრძოლაზე. იხილეთ ასევე: 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი