უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა | ბორელი დონეცკის ქალაქში სუპერმარკეტზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი დონეცკის ოლქის ქალაქ კოსტიანტინივკაში სუპერმარკეტზე თავდასხმას ეხმიანება და წერს, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში მშვიდობიან მოქალაქეებზე და ამის გამო მათ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

"რუსეთმა კვლავ დაარტყა უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებს, თავს დაესხა დონეცკის რეგიონში, კოსტიანტინივკაში მდებარე დატვირთულ სავაჭრო ცენტრს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ და სხვა ომის დანაშაულებზე რუსეთის პასუხისმგებლობას. უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა დაიცვას თავისი ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა," - წერს ბორელი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 9 აგვისტოს, უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ კოსტიანტინივკაში სუპერმარკეტს დაარტყა. შედეგად დაიღუპა სულ მცირე 14 ადამიანი და დაშავდა 40-ზე მეტი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი