"კურსკში "გაცვლის ფონდი" იზრდება... უკრაინის კონტროლის ქვეშაა 74 დასახლება" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"კურსკში "გაცვლის ფონდი" იზრდება... უკრაინის კონტროლის ქვეშაა 74 დასახლება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს

მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისთან მუდმივ კონტაქტზე ვარ, ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციისა და კურსკის რეგიონში ჩვენი ოპერაციების შესახებ ანგარიშებს ვიღებ. რთული და ინტენსიური შეტაკებების მიუხედავად, ჩვენი ძალები კურსკის რეგიონში წინსვლას განაგრძობენ, იზრდება ჩვენი სახელმწიფოს "გაცვლის ფონდიც".

უკრაინის კონტროლის ქვეშაა 74 დასახლება - იქ ინსპექციისა და სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები ტარდება. ამ ტერიტორიებისთვის ჰუმანიტარული გადაწყვეტილებების შემუშავებაც გრძელდება.

გმირული სამსახურისთვის ჩვენი მებრძოლების მადლიერი ვარ. მზადება გრძელდება შემდგომი ნაბიჯებისთვის, - წერს ზელენსკი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი