ვანში "ქართული ოცნების" პარტიულ ღონისძიებას მიტროპოლიტი ანტონი დაესწრო

გამოქვეყნდა:

ვანში, "ქართული ოცების" მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას მიტროპოლიტი ანტონი დაესწრო. შესაბამისი ფოტომასალა პარტიამ საკუთარ Facebook-ზე გაავრცელა. ფოტოებში ჩანს, რომ ადგილზე სხვა სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ.

ვანის მაჟორიტარი გივი ჭიჭინაძე "ოცნების" ლიდერებმა სოფელ ჭყვიშში, გალაკტიონ ტაბიძის სახლმუზეუმში წარადგინეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 ნოემბერს ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის წარგდენას მეუფე იოანე გამრეკელი ესწრეოდა.  "მთავარი არხის" შეკითხვას, რატომ ესწრება პარტიულ, "ქართული ოცნების" ღონისძიებას, მიტროპოლიტი პასუხობს, რომ ის "ხელისუფლებასთან, პრემიერმინისტრთან შეხვედრაზეა". თუმცა, ჟურნალისტის რეპლიკას, რომ გიორგი გახარია "ოცნების" პრემიერმინისტრობის კანდიდატია, მეუფე ამბობს რომ "ეს მისი პრობლემაა".

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი