
ახალციხის ქუჩები კორონავირუსისგან დასაცავად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარითა და წყლის ჭავლით მორეცხეს. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
უწყების Facebook-ზე წერია, რომ რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები გრძელდება და სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეცხება ქალაქ ახალციხის ქუჩები, საფეხმავლო ბილიკები და ხალხმრავალი ადგილები.

მათივე ინფორმაციით, სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოები ახალციხის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ პერიოდულად ხორციელდება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლება კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ქუჩებს რეცხავს. სადეზინფექციო საშუალებებით თბილისის ქუჩებს დედაქალაქის მერის, კახი კალაძის ინიციატივით რეცხავდნენ.
ზუგდიდის მერიამ კი ქუჩების მორეცხვისთვის 20 000 ლარი დახარჯა.