"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" კორონავირუსის პანდემიას სათავისოდ იყენებს და წინასაარჩევნოდ ოპოზიციის აქტიურობის ხელის შეშლას ცდილობს. ამ თემაზე სპეციალური ბრიფინგი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა გამართა.
ხელისუფლება გადავიდა პოლიტიკური ოპონენტების პირდაპირ იზოლაციაზე, რასაც ადასტურებს ახალციხეში მომხდარი ფაქტი. გუშინ ჩატარდა PCR ტესტები და გუშინვე მივიღეთ პასუხები, რომელიც ადასტურებს, რომ არცერთ ჩვენ თანამებრძოლს ვირუსი არ დაუდასტურდა. მიუხედავად ამისა ისინი რჩებიან კარანტინში, მკაცრი ზომები მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წვერებს შეეხოთ, - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.
ოპოზიცია თანაგუნდელების საკარანტინო ზონიდან გათავისუფლებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში 14 სექტემბერს ქელეხის სუფრიდან 176 ადამიანი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს, ხოლო სავალდებულო კარანტინში ადგილობრივი ოპოზიციის 2 ლიდერი მოხვდა.
"ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის შტაბის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის, დავით ბალიაშვილსა და გელა დემეტრაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, თუმცა ისინი სავალდებულო კარანტინში მაინც რჩებიან.