ქელეხიდან კარანტინში - "ენმ"-ს წევრებს ინფექცია არ დაუდასტურდათ, თუმცა თვითიზოლაციაში არ უშვებენ

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობვის" ახალციხის საარჩევნო შტაბის წევრები ისევ კარანტინში არიან. მიუხედავად იმისა, რომ გელა დემეტრაძეს და დავით ბალიაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, მათ თვითიზოლაციაში გადასვლის უფლებას არ აძლევენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს მათ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ და ამბობენ, რომ იძულებითი კარანტინით ახალაციხის საარჩევნო შტაბის მუშაობა გააჩერეს

მე მქონდა ძალიან მსუბუქად შემხებლბობა- ხელი ჩამოვართვი უბრალოდ და იყვენენ იქ ისეთი ადამიანები  მეგობრები, ნათესავები, რომლებიც მასთან ოჯახშიც იყვნენ, სუფრასთან ისხდნენ. ის ადამიანები ისევ ახალციხეში არიან თვითიზოლაციაში სახლებში და მე გამომკეტეს ბაკურიანში იმიტომ, რომ ჩამოვეცილებინე ჩემი საარჩევნო შტაბისთვის - ამბობს "მთავართან" დავით ბალიაშვილი. 

მიზანმიმართულად მოხდა ჩემი და დათო ბალიაშვილის მოშორება. ტესტი აგვიღეს გუშინწინ. გუშინ იყო პასუხი და უარყოფითია -  ამბობს გელა დემეტრაძე.

​შეგახსენებთ, რომ დემეტრაძე და ბალიაშვილი კარანტინში 14 სექტემბერს, ქელეხის სუფრიდან გადაიყვანეს. ისინი კორონავირუსით ინფიცირებული სომეხი ბიზნესმენის კონტაქტები არიან, რომელმაც 13 სექტემბერს, ასევე კორონავირუსით გარდაცვლილი დედა საქართველოში ჩამოასვენა და დაკრძალა.

სატვირთოს თავად ბიზნესმენი მართავდა. როგორ მოახერხა საზღვრის გამოკვეთა, უცნობია. თუმცა, როგორც ჩანს, მესაზღვრეები არ დაინტერესებულან მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. 

ქელეხის სუფრიდან 176 ადამიანი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს, ხოლო სავალდებულო კარანტინში მხოლოდ ადგილობრივი ოპოზიციის წევრები.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი