ევროპაში უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია - ევროპარლამენტში შესაძლოა გაიმართოს დებატები, სადაც ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების გადახედვაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ განცხადება თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა გააკეთა და თქვა, რომ ოლიგარქის რუსული პოლიტიკა და ქვეყნის დასავლურ სამყაროში ინტეგრაცია ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელია.
საქართველოში მყოფი დასავლელი პოლიტიკოსები დღეს დილიდან ევროკავშირის გაფართოებაზე მსჯელობდნენ. შანსი საქართველოსთვის უპრეცედენტოა, თუმცა რუსული კანონის მიღებისთანავე ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეაჩერა. ახლა განიხილება დამატებითი ზომები, რაც უვიზო მიმოსვლის შეჩერებასაც გულისხმობს, თუმცა ევროპელი პოლიტიკოსები ფრთხილობენ და ცდილობენ, "ოცნების" რუსული პოლიტიკის საპასუხო ნაბიჯებმა ქართველი ხალხი არ დააზიანოს.
იხილეთ ასევე: