"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ცუცქირიძე, რომელსაც 18 სექტემბერს თავს დაესხნენ და სცემეს, პოლიციაში დაიბარეს. ის საბურთალოს პოლიციის განყოფილებაშია და სამართალდამცველების კითხვებს პასუხობს. გამოკითხვაზეა დაბარებული მისი ცოლი, რომელიც თავდასხმას შეესწრო.

ჩემი მთავარი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ ვიყო ცნობილი როგორც დაზარალებული, ეს მჭირდება იმისთვის, რომ სრულად მქონდეს საქმის მასალებზე წვდომა. თავდასხმის მომენტში ამ პირებს დაუვარდათ პირბადე და კეპი, ანუ ის, რომ გამოძიებას რაიმე ხელჩასაჭიდი არ აქვს ეს გამორიცხულია, - თქვა ლაშა ცუცქირიძემ.

ცუცქირიძის ცოლის, ლინა დოლიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის "ჯიბის კლოუნებს", ვოლსკის, კალაძეს, ჰყავთ ზონდერ დაჯგუფებები, რომლებსაც სხვადასხვა ადამიანებს უგზავნიან. ის პირადი კონფლიქტის მოტივს გამორიცხავს.

ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე დაესხნენ თავს. საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით შსს-სთან გუშინ, 19 სექტემბერს აქციაც გაიმართა.

ენმ-ში მომხდარს პოლიტიკური მოტივით ხსნიან და ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმები დაიწყო.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი