რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში, სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა | დაშავებულია 97

გამოქვეყნდა:

გასული დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის თავდასხმებს უკრაინაში სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 97, მათ შორის ბავშვები. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთმა 7 სექტემბრის ღამეს კიევს დრონებით შეუტია, რის შედეგადაც დრონის ნამსხვრევები რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსთან და შესაძლოა საბავშვო ბაღთანაც ჩამოვარდა. კიევის ოლქის სხვა ნაწილში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა შენობებიც. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, 6 სექტემბერს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე ბალისტიკური რაკეტით შეტევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 74. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი. ნიკოპოლის რაიონზე თავდასხმების დროს კი 49 წლის კაცი დაიჭრა.

გუბერნატორ ვადიმ ფალაშკინის თქმით, დონეცკის ოლქზე რუსული თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ორი ტორეცკში და ერთი რაიგოროდოკში. ასევე დაშავდა 3, იზმაილივკაში, ჰირნიკსა და კურახოვეში.

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, გასული დღის განმავლობაში რუსული თავდასხმების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. ქალაქ ლიუბოტინზე თავდასხმის შედეგად დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი გოგო 14 და 16 წლის. 46 წლის კაცი დაშავდა სოფელ სოლონიცივსკაზე თავდასხმის დროს, ხოლო 88 წლის ქალი დაიჭრა კუპიანსკში თავდასხმის შედეგად.

გუბერნატორ ალექსანდრ პროკუდინის თქმით, ხერსონის ოლქში შვიდი ადამიანი დაშავდა. ასევე დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, მაღაზია, მრავალსართულიანი შენობა და 11 სახლი.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სუმის ოლქში, კრასნოპილის თემზე ნაღმმტყორცნებით, ბომბებითა და უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 4.

თავდასხმის ქვეშ მოყვა ჩერნიგოვის, ხმელნიცკის, ლუგანსკის, მიკოლაევის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის, ვინიცის, რივნის, პოლტავას და ჩერკასის ოლქებიც, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი