"სამსახურიდან გაგდებას დიდი ხანია, მოველი... კარგი იქნებოდა, რომ ეს მედიიდან და სამინისტროს საიტიდან არ გამეგო და კულტურის სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა" | ლაშა ბაქრაძე

გამოქვეყნდა:

"სამსახურიდან გაგდებას დიდი ხანია, მოველი... კარგი იქნებოდა, რომ ეს მედიიდან და სამინისტროს საიტიდან არ გამეგო და კულტურის სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა", - ამის შესახებ ლიტერატურის მუზეუმის უკვე ყოფილი დირექტორი, მოძრაობა "ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ბაქრაძე საუბრობს და კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება: 

სამსახურიდან გაგდებას, რა საკვირველია, მე დიდი ხანია, მოველი. შეიძლება ითქვას, უკვე რამდენიმე წელიც არის, რადგანაც ყოველთვის აქტიურად ვიღებდი სხვადასხვა პროტესტში მონაწილეობას და მითუმეტეს, რაც, ასე ვთქვათ, პოლიტიკაში წამოვედი, მას შემდეგ ეს ჩემთვის ცხადზე ცხადი იყო, რომ დიდი ხანი ჩემი ყოფნა ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე არ გაგრძელდებოდა. ჩემთვის ლიტერატურის მუზეუმი არის ძალიან ძვირფასი და ძალიან მიყვარს ჩემს თანამშრომლებთან თანამშრომლობა და მუშაობა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წლები, რომელიც გავატარე ლიტერატურის მუზეუმში. ცხადია, რომ გამათავისუფლებდნენ, ამიტომ, ამაზე არ მინდა ყურადღება გავამახვილო, ერთს ვიტყოდი უბრალოდ, რომ ძალიან სასიამოვნო და კარგი იქნებოდა, სულ ცოტა ის, რომ ეს ინფორმაცია არა მედიიდან გამეგო, არა ვთქვათ კულტურის სამინისტროს საიტზე დადებული, არამედ კულტურის სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა. მაგრამ ამას, მე ვფიქრობ, ახლა უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, - ამბობს ლაშა ბაქრაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი