აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდნენ

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლამი კიევში ჩავიდნენ.

ბლინკენის განცხადებით, მას სურს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვა პოლიტიკოსებისგან პირადად მოისმინოს, რა არის კიევის მიზნები ომში და რა შეუძლია ვაშინგტონს ამ მიზნების მისაღწევად გააკეთოს.

"ვფიქრობ, რომ ეს კრიტიკული მომენტია უკრაინისთვის იმ შემოდგომის ინტენსიური საბრძოლო სეზონის შუაგულში, როდესაც რუსეთი აგრძელებს აგრესიის ესკალაციას," - განაცხადა ბლინკენმა ლონდონში, ბრიტანელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი