ხორვატიის პრემიერმინისტრი, ანდრეი პლენკოვიჩი ოთხშაბათს კიევში ჩავიდა, ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გავრცელებული არ ყოფილა.
კიევში პლენკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტს ყირიმელი თათრების გენოციდის თემაზე შექმნილი ძეგლის გახსნის ცერემონიალზე შეხვდა. მანდ დაწერა, რომ ხორვატია უზრუნველყოფს ძლიერ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერას უკრაინისთვის.
დაგეგმილია პლენკოვიჩის შეხვედრა პრემიერმინისტრ, დენის შმიგალთან, უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან და უკრაინის სხვა ოფიციალურ პირებთან.
პლენკოვიჩთან ერთად უკრაინაში იმყოფებიან სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელები. დელეგაციასთან ერთად ხორვატიის პრემიერმინისტრი ყირიმის პლატფორმის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
კიევში დილით ჩავიდნენ ლიეტუვის პრეზიდენტი და ლატვიის პრემიერმინისტრი. გარდა ამისა, დღეს უკრანას ეწვევიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.