"ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს" | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

"მოკავშირეები უკრაინის გამარჯვების მიმართ სრულად ერთგულნი რჩებიან. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს", - ამის შესახებ კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ აშშ-ს უკრაინის გამარჯვება სურს.

"ჩვენ სრულად ერთგული ვრჩებით უკრაინის გამარჯვების მიმართ - უზრუნველვყოთ არა მხოლოდ ის, რომ უკრაინამ დღეს თავის დაცვა შეძლოს, არამედ ისიც, რომ მან დამოუკიდებლად, მტკიცედ, სამხედრო თვალსაზრისით, ეკონომიკურად, დემოკრატიულად, მრავალი დღის მანძილზე ფეხზე დგომა შეძლოს, რათა უკრაინელი ხალხის მიერ არჩეულ გზას მიაღწიოს ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის მხრივ, მათ შორის ევროკავშირსა და NATO-ში", - განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ მოკავშირეების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ გამოილევა და ერთიანობა არ გატყდება, პუტინი კი ვერ შეძლებს, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციაზე მეტხანს გაძლოს.

ბლინკენის თქმით, ის ზელენსკისთან შეხვედრაზე განხილულ საკითხებს ჯო ბაიდენს გააცნობს, რომელიც ორ დღეში უკრაინის პრეზიდენტსა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრს, კირ სტარმერს შეხვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი