გიორგი რურუას შეწყალება - აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დღეს პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქტივისტების მთავარი მოთხოვნა ისევ და ისევ 8 მარტის შეთანხმების შესრულება და გიორგი რურუას გათავისუფლებაა. 

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა 30 ივლისს, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, რურუას შეწყალებაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი უარს ამბობს, ხელისუფლება კი მას, განსხვავებით ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისგან,  პოლიტპატიმრად არ თვლის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი