"საქართველო აღიარებს დაშვებულ შეცდომებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ" | რუსული სამთავრობო მედია კალაძის განცხადებას პროპაგანდისთვის იყენებს

გამოქვეყნდა:

"საქართველო აღიარებს დაშვებულ შეცდომებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ", - ასე ეხმაურებიან რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედიასაშუალებები თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომელმაც ლავროვის განცხადება მოიწონა.

"ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთის მიმართ ნდობა და ერთად ვიცხოვროთ. ყველაფერი სწორად უნდა გავაანალიზოთ. ჩვენ ასევე დავუშვით შეცდომები (აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით - TASS) და გვინდა გადავდგათ ნაბიჯები ურთიერთშერიგებისკენ. გვინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ცხოვრება. ჩვენ გვინდა მივაღწიოთ ამას მშვიდობით და არა ომით, ბოროტებით, როგორც ამას რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს“, - ციტირებენ პროპაგანდისტული არხები. 

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა და იგი პოზიტიურად შეაფასა. მანვე თქვა, რომ "ყველა აცნობიერებს დაშვებულ შეცდომებს, რომელიც წლების წინ მოხდა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი