"არ იმსახურებს ფეხის დადგმას ისრაელის მიწაზე" | ისრაელმა გაეროს გენერალური მდივანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, რადგან მისივე თქმით, გუტერეშმა ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმა "ცალსახად" არ დაგმო.

"ვისაც არ შეუძლია ცალსახად დაგმოს ირანის ამაზრზენი თავდასხმა ისრაელზე, როგორც ამას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აკეთებს, არ იმსახურებს ფეხის დადგმას ისრაელის მიწაზე... ისრაელი გააგრძელებს თავისი მოქალაქეების და ეროვნული ღირსების დაცვას, ანტონიო გუტერეშთან ერთად ან მის გარეშე," - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სამშაბათს, გაეროს გენერალურმა მდივანმა მოკლე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მოხსენიებულია მხოლოდ "ახლო აღმოსავლეთის ბოლო თავდასხმები" და დაგმობილია "კონფლიქტის ესკალაცია".

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი