ნატოს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა - ეს არის მისი პირველი ვიზიტი ალიანსის ხელმძღვანელის რანგში. რუტე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები კეთდება.
შეგახსენებთ, ნიდერლანდების ყოფილი პრემიერმინისტრი, მარკ რუტე 1-ელ ოქტომბერს ნატოს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. მან იმავე დღეს დაასახელა ის სამი მიმართულება, რომელიც მისი ხელმძღვანელობისას პრიორიტეტული იქნება. ერთ ერთი სწორედ უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარების გაგრძელება და ქვეყნის ალიანსთან დაახლოებაა.