უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა და ემანუელ მაკრონს შეხვდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას ელისეის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ზელენსკი საფრანგეთში ლონდონიდან ჩავიდა, სადაც მას შეხვედრები ჰქონდა ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან, კირ სტარმერთან და NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან. ბრიტანეთის პრემიერმა და უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის "გამარჯვების გეგმა" განიხილეს.