მაკრონთან შორი მანძილის იარაღის გამოყენების უფლებაზე ვისაუბრეთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგ კოლეგა, ემანუელ მაკრონთან ერთად პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ტექნიკის დიდი დეფიციტი - ეს პირველია. და მეორე, ამაზეც ვისაუბრეთ, ეს არის შორი რადიუსის მოქმედების ზოგიერთი რაკეტის გამოყენების უფლება, შორი მანძილის დრონების წარმოება, რომლებიც დღეს არასაკმარისადაა", - განაცხადა ზელენსკიმ.
არსებული ინფორმაციით, ხვალ, 11 ოქტომბერს, ზელენსკი გერმანიაში აპირებს ჩასვლას სადაც შეხვედრები აქვს დაგეგმილი კანცლერ, ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.