სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტს პოლიტპატიმარ, გიორგი რურუას შეწყალებით მიმართავენ

გამოქვეყნდა:

პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება. სამოქალაქო აქტივისტები დღეს პარლამენტის წინ ბრიფინგს გამართავენ და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გიორგი რურუას შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ.

აქტივისტების თქმით, "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ანტისაოკუპაციო აქციების მხარდამჭერი გიორგი რურუა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ პატიმრობაში ერთადერთი მიზეზით დატოვა - სწორედ ანტისაოკუპაციო მოძრაობისა და კრიტიკული მედიის მხარდაჭერისთვის. სამოქალაქო აქტივისტები ამობენ,რომ მათ მოთხოვნას ოპოზიციური პარტიები და საერთშორისო ორგანიზაციებიც შეუერთდებიან. 

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდ. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

2020 წლის 30 ივლისს, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გიორგი რურუას თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა. 8 მარტის შეთანხმებისა და დასავლელი პარტნიორების არაერთი მოწოდების შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაკავებული ოპოზიციის ლიდერები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა. 

მიუხედავად 2 პოლიტპატიმრის შეწყალებისა, 31 ივლისს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას არ შეიწყალებს და მასზე ზეგავლენას ვერავინ მოახდენს. ამ გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები:

აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა პირდაპირ თქვა, რომ პრეზიდენტმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს, ელჩმა, კელი დეგნანმა კი აღნიშნა, რომ შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა და მასზეა დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

მაიკ პომპეომ გაგაფრთხილათ... მაგრამ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება - ასე გამოეხმაურა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუველმა ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი გიორგი რურუას განაჩენს.

საქართველოს მეგობრები მიიჩნევენ, რომ ჯერ დაკავება და ახლა უკვე მედია მფლობელ გიორგი რურუასთვის გამოტანილი სასჯელი პოლიტიკურია - დაწერა Twitter-ზე ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი