აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს აანონსებს. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ახალი დახმარება მოიცავს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, "ჰაერი-მიწა" საბრძოლო ტიპის მასალებს, ჯავშანტექნიკას და კრიტიკულად მნიშვნელოვან საბრძოლო მასალას.
მათივე თქმით, მომავალ თვეებში აშშ უკრაინას გადასცემს საჰაერო თავდაცვის ათობით ტაქტიკურ სისტემებს, საჰაერო თავდაცვის ასობით გამანადგურებელს, დამატებით საარტილერიო სისტემებს, საბრძოლო მასალის მნიშვნელოვან რაოდენობას, ასობით ჯავშანტრანსპორტიორებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ასევე, ათასობით ჯავშანმანქანას.